პროექტის შესახებ

პროექტის სათაური

რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება სამართლის კურსის პრაქტიკულ უნარებთან დაკავშირებით

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სამცხე-ჯავახეთის და გორის უნივერსიტეტების პრაქტიკულ და კვლევით უნარებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც მოხდება პრაქტიკული უნარების სწავლების დანერგვით და სტუდენტების ჩართულობით საზაფხულო სკოლებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში. 

პროექტი ასევე მოიაზრებს ადამიანის უფლებების კურსზე სილაბუსის და მასწავლებლის სახელმძღვანელოს შემუშავებას რომლის პარალელურად პროფესირებს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ჩაუტარდებათ ლექციები სასწავლო მეთოდების შესახებ.

პროექტი დაეხმარება რეგიონულ უნივერსიტეტებს გააუმჯობესონ იურიდიული კლინიკური განათლება და ასწავლიან სტუდენტებს თუ როგორ დაწერონ ჩრდილოვანი ანგარიში. ასევე მოხდება სხვადასხვა ადგილობრივი პარტნიორების (ElSA საქართველო, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი,  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი) ჩართვა პროექტში.

პროექტის შედეგად:

ფონდის შესახებ

ა(ა)იპ აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი (შემდგომში, ფონდი) დაფუძნდა 2019 წლის 18 სექტემბერს. ფონდის საქმიანობის მიზანია: საერთაშორისო სამართლით დაინტერესებული იურისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, სამართლებრივი განათლების მიღების ალტერნატიული საშუალებების შექმნა, საზოგადოების სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო სამართლის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამართლის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში.

მიზნების მისაღწევად ფონდი ხელს უწყობს: სამანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას საერთაშორისო სამართლით დაინტერესებული იურისტების პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, იურიდიული ბიბლიოთეკებისა და ელექტრონული საინფორმაციო ცენტრების შექმნას; ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იურიდიული და სამოქალაქო განათლების სისტემების განვითარებას.

გარდა ამისა, ფონდი ხელს უწყობს მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების შექმნას საერთაშორისო სამართლის დარგებში, კვლევით, სასწავლო, სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას.

ამავდროულად, ფონდის მიზნის მიღწევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელისა და ნაშრომების პოპულარიზაცია, სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამების განვითარება, ასევე, სტუდენტთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის შექმნა.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით დაფუძნდა.

ჩვენი გუნდი

საერთაშორისო სამართლით დაინტერესებული იურისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა

ქეთევან ხუციშვილი

ქეთევან ხუციშვილი

პროექტის ხელმძღვანელი
პროფესორი, სამართლის დოქტორი
მარინა მესხი

მარინა მესხი

პროექტის ხელმძღვანელი
პროფესორი, სამართლის დოქტორი
საბა ფიფია

საბა ფიფია

პროექტის მკვლევარი
ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი
ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი

პროექტის მკვლევარი
ასისტენტ პროფესორი, სამართლის დოქტორი

© 2022 პროექტის დასახელება